Accentnews.ge
შვედეთის პარლამენტმა ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

შვედეთის პარლამენტმა ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

22/03/2023 17:21:19 მსოფლიო

შვედეთის პარლამენტმა ნატო-ში გაწევრიანების საკითხს კენჭი უყარა. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლას მხარი დაუჭირა 269 დეპუტატმა 37-ის წინააღმდეგ. წინააღმდეგ მემარცხენე და მწვანეთა პარტიის წევრები წავიდნენ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შვედეთმა შარშან მაისში უდიდესი პოლიტიკური ძალების კონსენსუსის საფუძველზე დაიწყო ნატო–ში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები. ამჟამად ჩრდილოატლანტიკურ კავშირში ქვეყნის შესვლას რატიფიკაცია გაუკეთა ნატო–ს 30 წევრიდან 28-მ. როგორც მოსალოდნელია, უნგრეთი ამას უახლოეს მომავალში გააკეთებს, მაგრამ თურქეთი ჯერ არ დათანხმებულა ნატო–ში შვედეთის წევრობას.

ნებისმიერ შემთხვევაში, შვედეთის პარლამენტში გამართული კენჭისყრა ფორმალურად ადასტურებს ნეიტრალიტეტის პერიოდის დასრულებას, რომელიც 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, მათ შორის მსოფლიო ომებისა და ცივი ომის პერიოდშიც.

შვედეთს გადაწყვეტილი აქვს, ნატო–ს წევრი გახდეს მეზობელ ფინეთთან ერთად, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ასევე უარი თქვა ტრადიციულ ნეიტრალიტეტზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S