მსოფლიო პატრიარქი - რუსეთის ეკლესია და სახელმწიფოს ხელმძღვანელობა აგრესიის დანაშაულში თანამშრომლობდნენ და პასუხისმგებლობას ინაწილებდნენ
22/03/2023 17:00:27 მსოფლიო
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია პასუხისმგებელია უკრაინაში ომისთვის. ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა ლიეტუვაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, – იუწყება Reuters.
“რუსეთის ეკლესია და სახელმწიფოს ხელმძღვანელობა აგრესიის დანაშაულში თანამშრომლობდნენ და პასუხისმგებლობას ინაწილებდნენ შემდგომი დანაშაულებისთვის, როგორიცაა უკრაინელი ბავშვების შოკისმომგვრელი გატაცება”, - განაცხადა ბართლომემ.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება ეკლესიას “საკუთარი სტრატეგიული მიზნების მიღწევის ინსტრუმენტად” იყენებს.
მან ასევე მზაობა გამოხატა მონაწილეობა მიიღოს რუსეთის ომისშემდგომ “სულიერ აღორძინებაში”.


