Accentnews.ge
რუსეთში საცდელი გვამების დეფიციტის გამო რუსი მედიკოსები საქართველოში ჩამოდიან

რუსეთში საცდელი გვამების დეფიციტის გამო რუსი მედიკოსები საქართველოში ჩამოდიან

22/03/2023 15:58:43 მსოფლიო

უკრაინასთან ომის ფონზე რუსეთში საცდელი გვამების - ე.წ. კადავერების დეფიციტი წარმოიშვა, - იუწყება გამოცემა Baza.

საქმე იმაშია, რომ რუსული კანონმდებლობის საფუძველზე მოქალაქეებისთვის საკმაოდ პრობლემურია, სიკვდილის შემდეგ საკუთარი სხეული კვლევების მიზნით მეცნიერებას უანდერძონ, ამდენად, ომამდე კადავერები სახელმწიფო შესყიდვის გზით აშშ-დან შეჰქონდათ, თუმცა დასავლური სანქციების გამო ახლა ეს შეუძლებელია, სხვაგან კი წლის განმავლობაში კადავერების მიმწოდებლები ვერ მოიძიეს, - განმარტავს გამოცემა.

ახლა რუს მედიკოსებს პრაქტიკისთვის სომხეთში, საქართველოში, თურქეთსა და აზერბაიჯანში უწევთ სიარული, - უამბო გამოცემას კერძო რუსული ანატომიური ლაბორატრიის ხელმძღვანელმა ალექსეი ივანოვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S