Accentnews.ge
რუსული ეკლესია: "უკრაინის ბომბვისას ილოცეთ"

რუსული ეკლესია: "უკრაინის ბომბვისას ილოცეთ"

22/03/2023 15:35:30 მსოფლიო

რუსული ეკლესიის წარმომადგენლები სამხედროებს უკრაინის დაბომბვისას ლოცვისკენ მოუწოდებენ.

ერთ-ერთი მათგანი - მამა ანდრეი ტკაჩოვი გამოდის მოწოდებით, "გრადის" გადატენვისას წარმოითქვას ლოცვა "უფალო, შეგვიწყალენ".

"ლოცვის გარეშე "გრადში" საბრძოლო მასალა არავინ მოათავსოთ. ასეა საჭირო" - მიმართა სამხედროებს ტკაჩოვმა და ამ ომის "ღრმა ფარული სულიერი მნიშვნელობაც" განუმარტა:

"რუსეთი ერთადერთი ცივილიზაციაა, რომელმაც არ ისურვა დასავლეთის დაკრულზე ცეკვა" - განაცხადა ტკაჩოვმა და იქვე პირდაპირ აღიარა, რომ "რუსეთს სურს, უკრაინას თავს საკუთარი ფასეულობები მოახვიოს":

"ომს ყოველთვის აქვს ღრმა ფარული სულიერი მიზეზები. წარმოიდგინეთ, ერთი ადამიანი ეუბნება მეორეს, "მინდა, ისევე იცხოვრო, როგორც მეო". მეორე პასუხობს, "მე ეს არ მსურსო" . მაშინ პირველი იძულებულია, უთხრას, "თუ არ გინდა, მაშინ გაიძულებო". ის პასუხობს, "არ დაგემორჩილებიო". "მაშინ გიყიდიო". იმან, "ვერაო". "მაშინ უნდა მოგკლა, სხვა გზა არ მრჩებაო" - ამბობს პირველი და ეგაა - იწყება ომი. უკრაინაში ხალხი ორუელის რომან "1984"-ში აღწერილის მსგავსად ცხოვრობდა, მაგრამ ეხლა იწყება გამოფხიზლება".

სასულიერო პირი რუსეთის მოქალაქეებს ომში აქტიურად ჩაბმისკენ მოუწოდებს და ირწმუნება, რომ მათ "ყველა შესაძლო სიკვდილს შორის საუკეთესო" ელით:

"ომში სიკვდილი ყველა სხვა სიკვდილზე უკეთესია. სამშობლოსთვის იარაღით ხელში სიკვდილს არაფერი სჯობს. ხოლო თუ სიკვდილამდე ლოცვასაც იტყვი, მთლად უკეთესი - სამოთხე გარანტირებული გაქვს! თქვი "მამაო ჩვენო" - და ნაბიჯით არ სამოთხისკენ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S