Accentnews.ge
რუსეთმა ფლოტზე თავდასხმის შემდეგ დაჯგუფების კორექტირება მოახდინა შავ ზღვაში  – გუმენიუკი

რუსეთმა ფლოტზე თავდასხმის შემდეგ დაჯგუფების კორექტირება მოახდინა შავ ზღვაში  – გუმენიუკი

22/03/2023 13:44:33 მსოფლიო

სევასტოპოლში მომხდარი აფეთქებების შემდეგ რუსეთმა შავ ზღვაში თავისი დაჯგუფების კორექტირება მოახდინა, კერძოდ, გამოიყვანა ორი რაკეტმზიდი (ჯამში 16 რაკეტით),– განაცხადა უკრაინის თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა.

„რუსეთმა საკმაოდ არსებითად მოახდინა დაჯგუფების კორექტირება - გააორმაგა ღია ზღვაში, რადგან მიხვდნენ, რომ ყურე არც ისე მშვიდია – იქ გარკვეული აქტივობები მიმდინარეობს. მათ გაზარდეს გემების რაოდენობა ღია ზღვაზე, გაშალეს. ამ ხომალდებს შორის არის ორი რაკეტმზიდი, რომლებიც შეიძლება, აღიჭურვოს 16 რაკეტით“, - თქვა მან უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში.

გუმენიუკის თქმით, რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის საფრთხე კვლავ მაღალია:

„ამ დეებში მტრის ავიაციის გარკვეული აქტივობის გათვალისწინებით, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სარაკეტო დარტყმის საფრთხის დონე საკმაოდ მაღალია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იყოს მასიური დარტყმა. დიდი ალბათობით, შეინარჩუნებენ სარაკეტო დარტყმის პრაქტიკას“, - დასძინა პრესცენტრის ხელმძღვანელმა.

ჟურნალისტების ცნობით, დილით სევასტოპოლში ძლიერი აფეთქებების ხმები გაისმა. საზღვაო სამგზავრო ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა. სევასტოპოლის „ხელმძღვანელმა“ მიხეილ რაზვოჟაევმა განაცხადა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს დრონები დაესხნენ თავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S