„ვაგნერმა“ რამდენიმე კვირაში შესაძლოა, თავისი მებრძოლების უმეტესობა დაკარგოს – ІSW
22/03/2023 11:44:01 მსოფლიო
რუსულმა სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“ შესაძლოა, დაკარგოს თავისი დაქირავებულთა უმეტესობა უახლოეს კვირებში, რადგან მათ ექვსთვიანი სამხედრო კონტრაქტები იზურება,– წერს ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის უახლეს ანგარიშში.
ანალიტიკოსები მიუთითებენ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებაზე, რომ ათასობით მსჯავრდებული „ვაგნერელი“, რომლებიც აიყვანეს 2022 წლის შემოდგომაზე, დაპირებისამებრ შეიწყალებენ და გაათავისუფლებენ, რაც თავის მხრივ გაამწვავებს პირად შემადგენლობაში მებრძოლთა დეფიციტს.
ISW ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც კრემლმა დაადასტურა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განზრახვა უკრაინაში მებრძოლი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე, მაშინ „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინისგან დისტანცირების მიზნით, კრემლი, სავარაუდოდ, შეგნებულად დათანხმდა ამ შეწყალებას. და მან ეს გააკეთა იმისთვის, რომ წაეხალისებინა მეტი მსჯავრდებული, დაეტოვებინათ კერძო სამხედრო კომპანია კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ და ამით "კიდევ მეტად შეარყიოს „ვაგნერის“ ჯარები".
ერთი დღით ადრე, ბრიტანულმა დაზვერვამ ივარაუდა, რომ ათასობით მსჯავრდებულის შეწყალებამ შეიძლება, გააძლიეროს პერსონალის დეფიციტი „ვაგნერში“.
ორი დღის წინ პრიგჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სთხოვა დახმარება ბახმუტში უკრაინის კონტრშეტევის მოლოდინში, რომელიც მისი ინფორმაციით, აპრილისთვის უნდა დაიწყოს.


