Accentnews.ge
დეგნანმა და იოსელიანმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ სახალხო დამცველსა და აშშ-ს საელჩოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ტრადიცია

დეგნანმა და იოსელიანმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ სახალხო დამცველსა და აშშ-ს საელჩოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ტრადიცია

22/03/2023 09:36:45 საზოგადოება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგანანს შეხვდა.

კელი დეგნანმა ლევან იოსელიანს სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა.

„ელჩმა დიდი პატივისცემა გამოხატა ინსტიტუციისადმი და ადამიანის უფლებათა დაცვის რთულ საქმეში მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს თავისი სურვილი და მზადყოფნა, გააგრძელონ სახალხო დამცველსა და აშშ-ს საელჩოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ტრადიცია“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S