პენტაგონის წარმომადგენელი - აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს
22/03/2023 06:14:50 მსოფლიო
აშშ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს, – იუწყება CNN პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, 65 უკრაინელი ჯარისკაცი „პეტრიოტის“ სისტემებით ოპერირების შესწავლის კურსს უახლოეს დღეებში დაასრულებს. ამის შემდეგ კი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები დამატებით ტრენინგებს ევროპაში გაივლიან.
CNN–ის ცნობით, „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემების უკრაინაში გამოყენებას სამხედროები რამდენიმე კვირაში შეძლებენ.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ ასევე დააჩქარებს უკრაინისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის პროცესსაც.


