
სტომლტენბერგი: "ომის შედეგად გაუარესებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე"
21/03/2023 19:35:20 პოლიტიკა
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაჩენილი უსაფრთხოების გაუარესებული გარემო მნიშვნელოვნად აისახება საქართველოზე, – ამის შესახებ ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის წლიურ ანგარიშშია ნათქვამი.
სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ აპრილში მოკავშირეები ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარების გაზრდაზე შეთანხმდნენ, რათა მათ თავიანთი ინსტიტუტებისა და მდგრადობის გაძლიერებაში დაეხმარონ, ისევე როგორც შესაძლებლობების განვითარებაში და თავიანთი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დაცვაში.
ანგარიშში საქართველო “ნატო–ს ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ” არის მოხსენიებული, რომელიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის.
“მოკავშირეები ერთგულები რჩებიან, საბოლოო ჯამში მხარი დაუჭირონ ნატო–ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა 2022 წლის მადრიდის სამიტზე”, -ნათქვამია ანგარიშში.