Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინაში კიშიდას ვიზიტის შემდეგ ბირთვული ბომბდამშენები გაგზავნა იაპონიისკენ

რუსეთმა უკრაინაში კიშიდას ვიზიტის შემდეგ ბირთვული ბომბდამშენები გაგზავნა იაპონიისკენ

21/03/2023 14:02:57 მსოფლიო

სამშაბათს რუსულმა სტრატეგიულმა ავიაციამ იაპონიის საზღვრებთან ფრენა განახორციელა,– იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

ორი რაკეტმზიდი Tu-95, რომელსაც შეუძლია ბირთვული იარაღის ტარება, გაიგზავნა "იაპონიის ზღვის ნეიტრალურ წყლებში" Su-30cm და Su-35s გამანადგურებლების თანხლებით.

ფრენა, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „გეგმურს“ უწოდებს, 7 საათზე მეტხანს გაგრძელდა და იაპონიის პრემიერ–მინისტრ ფუმიო კიშიდას უკრაინაში ვიზიტის პარალელურად განხორციელდა.

NHK-ს ცნობით, კიშიდა იაპონიის დროით 09:30 საათზე ავიდა მატარებელში პოლონეთის ქალაქ პრზემისლში კიევში გასამგზავრებლად, სადაც შეხვედება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

ეს ომის დაწყებიდან იაპონიის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია უკრაინაში. ვიზიტი წინასწარ არ იყო დაანონსებული. წინა დღეს კიშიდა ოფიციალური ვიზიტით ინდოეთში იმყოფებოდა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ტოკიოში უნდა დაბრუნებულიყო.

იაპონია, რომელიც G7-ს თავმჯდომარეობს, შეუერთდა დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის გაჩაღების გამო დაწესებულ სანქციებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S