მედიამ შეიტყო, რა განწყობა სუფევდა კრემლში პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ
21/03/2023 13:46:18 მსოფლიო
აღმოჩნდა, რომ კრემლი მოუმზადებელი დახვდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის გასაცემას, პირველ რიგში, მისი გადაადგილების შეზღუდვის გამო,– წერს რუსული მედიასაშუალება "Meduza" პუტინის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ თანამოსაუბრეებზე დაყრდნობით.
„თეორიულად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დაკავება ჰააგის ორდერის საფუძველზე 123 ქვეყანაშია შესაძლებელი. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყაროები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით კრემლს არ ესმის, როგორ უნდა უზრუნველყოს პრეზიდენტის უსაფრთხოება ახალი პირობები“– წერს გამოცემა.
იუწყებიან, რომ 2023 წელს კრემლი გეგმავდა პუტინის იმიჯის პოპულარიზაციას, როგორც „დასავლეთის წინააღმდეგ მებრძოლის“, „ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნების დამცველის კოლონიური ჩაგვრისგან“ და „მრავალპოლარული სამყაროს ერთ-ერთი მთავარი ლიდერის“.
მაგრამ, გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ამისათვის საჭიროა უცხოეთში მოგზაურობები, რაშიც პუტინი შეზღუდულია ICC-ის გადაწყვეტილების გამო.
გარდა ამისა, წყაროები აღნიშნავენ, რომ დსთ-ს ზოგიერთი ქვეყანაც კი აღარ არის პუტინისთვის უსაფრთხო სივრცე. კერძოდ, ტაჯიკეთმა მოახდინა რომის სტატუტის რატიფიცირება.
გამოცემის თანამოსაუბრეების შეფასებით, პუტინის მოგზაურობები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის შიდა რუსული პროპაგანდისთვისაც: ამ ვიზიტების შესახებ სიახლეებზე დაყრდნობით, მოქალაქეებს შეეძლოთ, ეთქვათ, რომ "რუსეთს ჯერ კიდევ მეტი მეგობარი ჰყავს, ვიდრე მტერი" და ქვეყანა რჩება "მრავალპოლარული სამყაროს საყრდენად“.
„საგარეოვიზიტებზე შეზღუდვა საპირისპირო მიმართულებით იმუშავებს. ორდერის გაცემამდე [პუტინის] ვიზიტები შერწყმული იყო მოსკოვში უცხოელი ლიდერების ვიზიტებთან. ახლა შეუძლებელი იქნება შეხვედრების იგივე სიხშირის შენარჩუნება - არ შეიძლება გამუდმებით შენთან იწვებდე ყველას“, - თქვა ერთ-ერთმა წყარომ.
პუტინის საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებული სირთულეები უკვე დაიწყო: 2023 წლის აგვისტოში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში BRICS-ის ქვეყნების შემდეგი სამიტი უნდა გაიმართოს, მაგრამ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ 20 მარტს განაცხადა, რომ უკვე "მიიღეს მხედველობაში“ ICC ორდერი.
ამასთან, პუტინის ადმინისტრაცია ვარაუდობს რუსი ოფიციალური პირების სიის გაფართოების შესაძლებლობას, რომლებზეც დაკავების ორდერები გაიცემა. მასში შეიძლება, შევიდნენ რეგიონების გუბერნატორები, სადაც უკრაინელი ბავშვები გადაჰყავთ. თუმცა, კრემლის თქმით, ეს არანაირად არ იმოქმედებს მათ ცხოვრებაზე: „ფაქტობრივად, საჯარო მოხელეები, შეიძლება ითქვას, რომ არ მიდიან საზღვარგარეთ (ომის დროს)“, - ამბობენ წყაროები.
იხილეთ ასევე:
„ეს პირველი ნაბიჯია“: ისტორიული ორდერის სამართლებრივ–პოლიტიკური ასპექტები
„ჩინეთის კოლონია ვხდებით“: სი ძინპინი მოსკოვში და მოლოდინები


