Accentnews.ge
თსუ „მაისის სტუდენტურ მოძრაობას“ განცხადებით პასუხობს

თსუ „მაისის სტუდენტურ მოძრაობას“ განცხადებით პასუხობს

21/03/2023 13:00:09 საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „მაისის სტუდენტურ მოძრაობას“ ოფიციალური განცხადებით პასუხობს და განმარტავს, რომ საერთო საცხოვრებელში ვაკის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრები იყვნენ შესულნი მოსახლეთა ყოველწლიური გეგმიური აღწერის გამო.

„ბოლო დღეებში, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული გეგმური შემოწმება სტუდენტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაშინებას, სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ სტუდენტებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სტუდენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, განსაკუთრებით საუნივერსიტეტო და საერთო საცხოვრებლის სივრცეებში. ამ მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან.

მოგახსენებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ადმინისტრირებას უწევს სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელს. აღნიშნული საერთო საცხოვრებლით ძირითადად სარგებლობენ თსუ-ს სტუდენტები და ნაწილობრივ თსუ-ს თანამშრომლები“, – ნათქვამია განცხადებაში.

უნივერსიტეტის მიერ საჯარო განმარტება სტუდენტების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

„უნივერსიტეტის ღირსებისთვის – საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ“ – 22 მარტს, 13:45 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ აქციას აანონსებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S