Accentnews.ge
შეერთებული შტატები განასაიდუმლოებს სადაზვერვო მასალებს COVID-19-ის წარმოშობის შესახებ

შეერთებული შტატები განასაიდუმლოებს სადაზვერვო მასალებს COVID-19-ის წარმოშობის შესახებ

21/03/2023 12:14:30 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სადაზვერვო სააგენტოებს ავალდებულებს რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის განასაიდუმლოოს COVID-19-ის წარმოშობის შესახებ, მათ შორის პოტენციურ კავშირზე პანდემიასა და ჩინეთის ქალაქ ვუჰანში არსებულ ლაბორატორიას შორის.

”ჩვენთვის აუცილებელია ვიცოდეთ COVID-19-ის წარმოშობა, მათ შორის შესაძლო კავშირები ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან”, - თქვა ბაიდენმა განცხადებაში.

”მე ვიზიარებ კონგრესის მიზანს, გაავრცელოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია COVID-19-ის წარმოშობის შესახებ,” - თქვა ბაიდენმა. თუმცა, დასძინა, რომ ყველა ინფორმაცია არ გამჟღავნდება, რადგან ამან შეიძლება, ზიანი მიაყენოს ეროვნულ უსაფრთხოებას.

პეკინი კატეგორიულად უარყოფს ვერსიას, რომ ვუჰანის ლაბორატორიაში კვლევის დროს გაჟონვას შეეძლო გლობალური პანდემიის გამოწვევა.

ლაბორატორიული წარმოშობის ვერსია გაჩნდა 2019 წელს ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ვირუსის გავრცელების დაწყებისთანავე. ვერსიის მხარდამჭერებმა აღნიშნეს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოროვირუსული კვლევის ცენტრი მდებარეობს ვუჰანში. კერძოდ, ის სწავლობს SARS ვირუსს, რომელიც ახლოსაა COVID-19-ის გამომწვევ კორონავირუსთან.

მარტის დასაწყისში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა კრისტოფერ რეიმ Fox News-თან ინტერვიუში ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვა დაასახელა COVID-19–ის პანდემიის დაწყების ყველაზე სავარაუდო მიზეზად. მისი თქმით, დეპარტამენტი "საკმაოდ დიდი ხანია" ამას პრიორიტეტულ ვერსიად მიიჩნევს.

ამავე ვერსიას განიხილავს აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი, რომელიც ზედამხედველობს სამეცნიერო ლაბორატორიების ქსელს. Wall Street Journal-მა აღნიშნა, რომ ორი დეპარტამენტი დამოუკიდებლად მივიდა ამ ჰიპოთეზამდე.

თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები და აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება გაყოფილია ორ ვერსიას შორის – ეს იყო ინფიცირებული ცხოველიდან ადამიანებზე გავრცელება, თუ გაჟონვა ლაბორატორიიდან. აშშ-ის დაზვერვა თავის საიდუმლო მოხსენებაში მიდრეკილია, იფიქროს, რომ ვუჰანის ლაბორატორიის თანამშრომლებმა არ იცოდნენ გაჟონვის შესახებ პანდემიის დასაწყისში.

ვირუსის წარმოშობა ასევე გამოიკვლია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO). თებერვლის შუა რიცხვებში კვლევის მეორე ეტაპი შეჩერდა ჩინეთში მონაცემთა შეგროვებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

COVID-19-ის პირველი შემთხვევა 2019 წლის ბოლოს ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დაფიქსირდა, რის შემდეგაც ის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. 2020 წლის 11 მარტს ჯანმო-მ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

2021 წელს ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ვიზიტის შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ლაბორატორიიდან COVID-19-ის გაჟონვა "ძალიან ნაკლებად სავარაუდოა". მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დაავადება ადამიანებს ღამურებიდან გადაეცემა. სერიოზული კრიტიკის შემდეგ, მათ შორის კოლეგებისგან, ჯანმო-ს ხელმძღვანელმა აღიარა, რომ ნაადრევი იყო ლაბორატორიული გაჟონვის გამორიცხვა.

ჩინეთმა არაერთხელ უწოდა ჩინურ ლაბორატორიიდან COVID-19-ის გავრცელების ვარაუდს "უსაფუძვლო" და ამტკიცებდა, რომ ვირუსი წარმოიშვა შეერთებულ შტატებში, სადაც ასევე იკვლევდნენ კორონავირუსებს.

ვირუსმა მსოფლიოპს მასშტაბით 7 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S