Accentnews.ge
"საირმის“ თანამშრომელთა გაფიცვა კომპანიასთან შეთანხმებით დასრულდა

"საირმის“ თანამშრომელთა გაფიცვა კომპანიასთან შეთანხმებით დასრულდა

21/03/2023 11:06:32 საზოგადოება

„საირმის“ მინერალური წყლის კომპანიის გაფიცული თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ ინფორმაციით, მხარეები ყველა პრინციპულად მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმდნენ.

კომპანიის თანამშრომლის შაკო ქობალიას თქმით, 35-მდე თანამშრომელმა გაფიცვა და ქარხნის შესასვლელების ბლოკირება შეწყვიტა, სამუშაოს 22 მარტიდან დაუბრუნდებიან. მისი თქმით, შეთანხმების პირობები მისაღებია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოთხოვნა სრულად არ დაკმაყოფილებულა.

„ხელფასები გაიზრდება, გაფიცვის დროს განაცდური აგვინაზღაურდა და თითოეულს 800 ლარი ჩაგვერიცხა დღეს. რთული იყო 2000 კვადრატამდე ფართის მოვლა და ერთი დამლაგებელის შტატს კიდევ ერთი დაემატება და მათი ხელფასიც გაიზრდება, 600 ლარი ჰქონდა დამლაგებელს და შეთანხმებით 800 გაუხდება. ასევე მოხდება ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება. ერთი წლის წინ საერთოდ არ ვიცოდით რა იყო შვებულება, ბიულეტენი, დეკრეტი, ხელფასების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას რამდენიმე წელია ვითხოვთ, მაგრამ კომპანიის ადმინისტრაციის არაერთი დაპირების მიუხედავად აქამდე შედეგს ვერ მივაღწიეთ“, - განუცხდა მან "რადიო თავისუფლებას".

გაფიცული თანმაშრომლების ინტერესებს პროფკავშირული გაერთიანება "ლაბორი" იცავდა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიორგი დიასამიძემ "რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ კომპანიამ გაფიცულების მოთხოვნების ნაწილი სრულად, ზოგი კი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულება არაა, გაფიცულებს განაცდურ დღეებზე 800 ლარიც ჩაერიცხათ.

  • გიორგი დიასამიძის თქმით, შეთანხმების მიხედვით:
  • მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანიის დასაქებულების შრომის ანაზღაურება გაიზრდება 22.5%–ით ნაცვლად მოთხოვნილი 30 %–ისა.
  • დაემატება დამლაგებლის შტატი, რაც გაფიცულების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, და გაიზრდება ამ პოზიციაზე დასაქმებულის ხელფასი.
  • ხელფასები ყოველწლიურად გაიზრდება ინფლაციის პროცენტული მაჩვენებლის შესაბამისად, ინდექსაციის გზით.
  • ასევე გაიზრდება ღამის ცვლაში მომუშავეთა ანაზრაურება 34 %–ით.
  • მენეჯერული პოზიციიდან გათავისუფლდა სამი ადამიანი, რომლებიც დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებაზე არ ზრუნავდა.
  • წლის ბოლომდე გაფორმდება კოლექტიური შეთანხმება.

„შეთანხმებით, ანაზღაურების გაზრდა და მათ შორის ცვლის უფროსების ხელფასებზე 150 ლარის დამატება უნდა აღსრულდეს დაუყოვნებლივ. რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმების დაცვას, სამუშაო და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, რაც ასევე იყო გაფიცულების მოთხოვნა, მოგვარდება გონივრულ ვადებში“, – აცხადებს პროფკავშირული ორგანიზაციის „ლაბორის“ წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე.

36-დღიანი გაფიცვის შემდეგ თანამშრომლები 22 მარტს სამუშაო პროცესს შეუერთდებიან.

შპს „საირმე მინერალ ვოთერსის“ 34-მა თანამშრომელმა გაფიცვა 13 თებერვალს, ქარხნის შესასვლელების პიკეტირებით დაიწყო. ისინი საგაფიცვო პერიოდში ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებოდნენ. გაფიცვას წინ 21-დღიანი მედიაციის პროცესი უძღვოდა, რომლის ფარგლებშიც კომპანიასა და თანამშრომნლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S