Accentnews.ge
მედია  – უნგრეთმა ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინს დაკავების ორდერის შესახებ ევროკავშირის წევრების ერთობლივი განცხადება დაბლოკა

მედია  – უნგრეთმა ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინს დაკავების ორდერის შესახებ ევროკავშირის წევრების ერთობლივი განცხადება დაბლოკა

21/03/2023 06:09:59 მსოფლიო

უნგრეთმა ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინს დაკავების ორდერის შესახებ ევროკავშირის წევრების ერთობლივი განცხადება დაბლოკა, – იუწყება Bloomberg.

გამოცემის ცნობით, ბუდაპეშტის ვეტოს გამო აღნიშნული განცხადება საკუთარი სახელით გამოაქვეყნა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა.

გარდა ამისა, Bloomberg იტყობინება, რომ ევროკავშირის იუსტიციის მინისტრებმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების მხარდამჭერი გაცხადება გაავრცელეს, რომლისთვისაც უნგრეთს ასევე არ მოუწერია ხელი.

17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S