Accentnews.ge
ISW - სი ძინპინმა ვლადიმირ პუტინის იმედი არ გაამართლა

ISW - სი ძინპინმა ვლადიმირ პუტინის იმედი არ გაამართლა

21/03/2023 06:05:58 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურ სი ძინპინისგან გაცილებით მეტს ელოდა, ვიდრე ეს აჩვენა მოსკოვში გამართულმა არაფორმალურმა შეხვედრამ და ვიზიტის წინ სი ძინპინის მიერ გამოქვეყნებულმა სტატიამ, - იუწყება ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW).

ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, ჩინეთ-რუსეთის მომავალი ურთიერთობების შესახებ სი ძინპინის ხედვა გაცილებით უფრო თავშეკავებულია, ვიდრე ამას ვლადიმირ პუტიმი ელოდა. ISW ყურადღებას ამახვილებს პუტინის და სი ძინპინის სტატიებზე, რომლებიც ჩინეთის და რუსეთის სახელმწიფო გამოცემებში გამოქვეყნდა მოსკოვში სი ძინპინის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე.

პუტინის ცნობით, რუსეთის და ჩინეთის პარტნიორობა მიმართულია მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ფორმირებისკენ იმ ფონზე, როცა დასავლეთი დომინირებას ცდილობს და აშშ აწარმოებს ჩინეთის და რუსეთის შეკავების პოლიტიკას. ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, სი ძინპინის რიტორიკა ნაკლებად აგრესიული იყო. ჩინეთის ლიდერის თქმით, რუსეთი და ჩინეთი მიისწრაფიან მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგისკენ, თუმცა, არა კონკრეტულად დასავლეთის წინააღმდეგ.

ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მოსკოვში 20 მარტს ჩავიდა და იმავე დღეს არაფორმალური შეხვედრა გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ოფიციალური მოლაპარაკება დღეს, 21 მარტს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S