Accentnews.ge
რუსეთში როსგვარდიის გენერალს სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს

რუსეთში როსგვარდიის გენერალს სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს

20/03/2023 20:13:49 მსოფლიო

რუსეთის ეროვნული გვარდიის ცენტრალური ოლქის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ვადიმ დრაგომირეცკიმ აღიარა, რომ სისტემატურად იღებდა „ატკატებს“.

მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ქრთამის აღებისა და უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ხინშტეინმა.

დეპუტატის თქმით, გენერალმა დანაშაული აღიარა და აღიარებითი ჩვენება დაწერა.

ის ეჭვმიტანილია ქრთამის რეგულარულად მიღებაში კონტრაქტორისგან, რომელიც მონაწილეობდა მოსკოვის რეგიონის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის რეკონსტრუქციაში. დრაგომირეცკის შეეძლო 19 მილიონამდე რუბლის მიღება,– აღნიშნავს ხინშტაინი და დასძენს, რომ რუსეთის გვარდიის უფროსი ვიქტორ ზოლოტოვი დრაგომირეცკის თანამდებობიდან მალე გაათავისუფლებს.

„დანაშაულებრივ სქემაში ჩართული იყო მატერიალური რესურსების შესანახი რაიონული ბაზის უფროსი, პოლკოვნიკი კოჩიევი. ის წინა დღეს უშიშროების თანამშრომლებმა დააკავეს და ახლა ციხეშია“, - წერს დეპუტატი თავის ტელეგრამ არხში.

2019 წელს დრაგომირეცკიმ დეკლარაციაში მიუთითა წლიური შემოსავალის სახით 2 მილიონი რუბლის მიღება –წერს РБК. მან მიუთითა, რომ ფლობს 200 კვ.მ მიწის ნაკვეთს და 72 კვ.მ ფართობის ბინაში წილს, ასევე ავტომობილ Hyundai Grandeur–ს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S