აშშ–მა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
20/03/2023 17:26:09 მსოფლიო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის კიდევ 350 მილიონი დოლარის დახმარებას პაკეტი გამოაცხადა.
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ დადგება უკრაინის გვერდით „იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“.
”რუსეთს შეუძლია დაასრულოს თავისი ომი დღეს”, - განაცხადა მან და დასძინა, რომ „სანამ რუსეთი ამას გააკეთებს, ჩვენ ვიქნებით უკრაინასთან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.
როგორც იტყობინებიან, დახმარების პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას აშშ-ს მიერ მიწოდებული HIMARS-ისა და ჰაუბიცებისთვის, HARM-ის რაკეტებისთვის, ასევე ტანკსაწინააღმდეგო იარაღისთვის და სხვა აღჭურვილობას.


