Accentnews.ge
სავსებით შესაძლებელია, წარმოვიდგინოთ ჰააგის სასამართლოზე რაკეტის გამოყენება - მედვედევი

სავსებით შესაძლებელია, წარმოვიდგინოთ ჰააგის სასამართლოზე რაკეტის გამოყენება - მედვედევი

20/03/2023 16:08:00 მსოფლიო

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის ხმაურიანი განცხადებებით გამორჩეული მოადგილე დმიტრი მედვედევი საკუთარ სტილს არ ღალატობს და ამჯერად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ემუქრება რაკეტებით.

„ჰააგის სასამართლოს მოსამართლეები ამაოდ აღტკინდნენ, ამბობენ, ნახეთ, რა მამაცები ვართ, უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოზე ხელის აწევის არ შეგვეშინდაო. ბატონებო, ვაი, რომ ყველა ღვთისა და რაკეტების ქვეშ დადის. სავსებით შესაძლებელია წარმოვიდგინოთ ჰააგის სასამართლოზე ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე რუსული ხომალდიდან ჰიპერბგერითი რაკეტის მიზანმიმართული გამოყენება. სამწუხაროდ, მას ვერ ჩამოაგდებთ. სასამართლო კი უბრალოდ საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა ნატოს ქვეყნის დასახლება. ამიტომ ომს არ დაიწყებენ. მათ შეეშინდებათ. და არავინ შეიცოდებს. ასე რომ, მოქალაქე მოსამართლეებო, ცას ყურადღებით უყურეთ“, – წერს მედვედევი.

ცნობილი რუსი ჟურნალისტის ალექსეი ვენედიქტოვის დაკვირვებით, თუ მანამდე მედვედევი კრემლის ლიდერისთვის ერთგულების დამტკიცებას ცდილობდა მსგავსი პოზიციონირებით, ამჯერად მას განესაზღვრა კონკრეტული როლი. კერძოდ, გაახმოვანოს იმ ჯგუფის პოზიცია და არ განაწყოს კრემლის წინააღმდეგ, რომელიც უფრო რადიკალურ მოქმედებებს უჭერენ მხარს, მაგალითად, ბირთვული იარაღის გამოყენებას, შეტევას ნატოს წევრ ქვეყნებზე და ა.შ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S