Accentnews.ge
პაპუაშვილი პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა პუტინი სამხედრო დამნაშავე

პაპუაშვილი პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა პუტინი სამხედრო დამნაშავე

20/03/2023 15:45:03 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამხედრო დამნაშავე.

„ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს პარლამენტში, რომელიც არ გახლავთ სასამართლო. მაგრამ საქართველოს რაც შეუძლია, ეს არის, რომ მიმართოს იმ ორგანოს, რომელიც სწორედ ასეთ საკითხებს ადგენს“, — უპასუხა კითხვას პაპუაშვილმა.

თანაგუნდელების მსგავსად, მან ხაზი გაუსვა, რომ 2022 წლის მარტში საქართველომ 39 სხვა სახელმწიფოსთან ერთად მიმართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე გამოძიების დაწყების შუამდგომლობით მაშინ, როდესაც მიმართვაზე ხელმოწერა 123 ქვეყანას შეეძლო:

„მაშინ, როდესაც პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველზე ოპოზიციას ტყუილით გამოჰყავდა საქართველოს მოქალაქეები, რომ თითქოს საქართველო არ არის საკმარისად სოლიდარული უკრაინის მიმართ; ზუსტად მაშინ, როდესაც საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდებოდა, 2022 წლის 2 მარტს საქართველო ხელს აწერდა მიმართვას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი, რომლის შედეგიც არის სწორედ ის ორდერი, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ. ეს გვაჩვენებს, რამდენად ყალბი იყო ის ბრალდებები“.

დამაზუსტებელ კითხვაზე, რატომ უჭირს, პირდაპირ უწოდოს პუტინს სამხედრო დამნაშავე. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინოს ყველა გარემოება, გამოავლინოს ყველა დანაშაული და მოიძიოს დამნაშავეები:

„ჩვენ ვართ პარლამენტში. პარლამენტი გახლავთ საკანონმდებლო ორგანო. აქ ვიღებთ კანონებს. კანონები არსებობს იმისთვის, რომ შემდეგ სასამართლოებმა ამ კანონის საფუძველზე გამოიტანონ ხოლმე გადაწყვეტილებები“.

იხილეთ ასევე: „ეს პირველი ნაბიჯია“: ისტორიული ორდერის სამართლებრივ–პოლიტიკური ასპექტები

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S