Accentnews.ge
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

20/03/2023 12:53:39 საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. იგი წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედიდან არის.

ადგილობრივების ინფორმაციით, ვანო ჩოხელი 16 მარტს ხარკოვში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.

მათი თქმით, ვანო ჩოხელს დედა უკრაინელი ჰყავდა და ბოლო წლების განმავლობაში იქ ცხოვრობდა, სამხედრო განათლებაც სწორედ იქ მიიღო.

„მამა აქაური ჰყავს. ჩამოდიოდნენ ხოლმე საქართველოში. სკოლაშიც დადიოდა ზემო ქედში, მაგრამ რაც დედა გარდაეცვალა, ხარკოვში გადავიდნენ საცხოვრებლად და სწორედ იქ მიიღო სამხედრო განათლებაც. აქ მოხუცი ბებია და პაპა ცხოვრობენ", - ამბობენ ადგილობრივები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S