Accentnews.ge
დათო ტურაშვილი კლინიკიდან გამოწერეს

დათო ტურაშვილი კლინიკიდან გამოწერეს

20/03/2023 11:59:58 საზოგადოება

მწერალი დავით ტურაშვილი, რომელიც გუშინ "ფორმულას" პირდაპირ ეთერში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას გახდა ცუდად, კლინიკიდან გამოწერეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა ნორმალურია.

"ინფაქტს გადაურჩა, ნერვიული შეტევა ჰქონდა" - განუცხადა "რადიო თავისუფლებას" დავით ტურაშვილის შვილმა ანაკო ტურაშვილმა.

19 მარტს გადაცემა დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ასე გამოეხმაურა:

"3 დღეა, ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე. არაფერი არ დამიშავებია სიყვარულის გარდა და მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან. სხვათაშორის, რომ შემოვიდდნენ რუსები მე-19 საუკუნეში, პირველი, ვისაც ებრძოდნენ, იყვნენ მწერლები. იმიტომ აგვიკრძალეს ქართულად ლაპარაკი. 20-იან და 30-იან წლებში პირველი ვინც დახოცეს, იყვნენ მწერლები. იმიტომ, რომმ ზუსტად ასეთი კანონი იყო. ტიციან ტაბიძე სად არის, ახლაც არ ვიცით, რა მუხლით დაიჭირეს იცით? საფრანგეთის აგენტობის. ამ კანონპროექტში გარკვევით წერია, რომ აგენტის მხილება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ეს იცით რას ნიშნავს? დამსმენები, ჩამშვებები და "ნასედკები" დავაბრუნოთო. ჩემზე კი ნუ ბრაზდებით, იმაზე გაბრაზდით, ვინც ერთ დღეს გეუბნებათ მწვანეს მიაჭირეთო და მეორე დღეს [გეუბნებათ] წითელსო...".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S