
ბრიტანეთისა და რუმინეთის დიპლომატიური უწყებები ნატო–სა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოების ფუნქციას შეასრულებენ
20/03/2023 10:33:24 პოლიტიკა
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოსა და რუმინეთის საელჩოები მომდევნო ორი წლის განმავლობაში ნატო–სა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოების ფუნქციას შეასრულებენ.
"ამ პერიოდში გვექნება შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრებთ ნატო–სა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე", – აცხადებს კლეიტონი.
ნატო-ს საკონტაქტო საელჩო პრაქტიკული და ხელშემწყობი ორგანოა ალიანსსა და მესამე ქვეყნებს შორის ორმხრივი კონტაქტებისა და ურთიერთთანამშრომლობის დასამყარებლად. მისი ძირითადი მიზანია საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნების განხორციელება საჯარო დიპლომატიის გამოყენებით. ნატო-ს საკონტაქტო საელჩო მხარს უჭერს მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ასევე მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეებს ალიანსში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში, რასაც ახორციელებს საინფორმაციო შეხვედრების, პოლიტიკური დისკუსიების, სტუდენტური ვიზიტების და მიმდინარე თემებზე ბრიფინგების ორგანიზებით.