Accentnews.ge
UBS–მა Credit Suisse შეიძინა

UBS–მა Credit Suisse შეიძინა

20/03/2023 09:26:00 მსოფლიო

შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა USB-მ გაკოტრების პირას მყოფი ქვეყნის სიდიდით მეორე ბანკი Credit Suisse იყიდა. ბანკის გაკოტრებას მსოფლიო ეკონომიკური სისტემის მდგრადობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა.

გარიგების შესახებ კვირას გამოცხადდა შვეიცარიის ცენტრალური ბანკისა და შვეიცარიის მთავრობის წარმომადგენლებს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ. ხელისუფლება UBS-ს მხარდაჭრას აღმოუჩენს. Reuters-ის ცნობით, ცენტრალური ბანკი UBS-სს დაახლოებით 100 მილიარდი შვეიცარიულ ფრანკს (დაახლოებით 108 მილიარდი დოლარი) გამოუყოფს, „ეს არის საუკეთესო გამოსავალი ფინანსური სისტემისადმი ნდობის უზრუნველსაყოფად“, - აცხადებენ ცენტრალური ბანკში.

ბანკის ცნობით, Credit Suisse-ში 3 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი გადაიხადეს. Credit Suisse-ის აქციონერები UBS-ის აქციებს შემდეგი სქემით მიიღებენ - UBS-ის ერთი აქციია Credit Suisse-ის 22,48 აქციაზე. რაც შეეხება შეძენის საფასურს 3 მილიარდი შვეიცარულ ფრანკს, ეს Credit Suisse-ის აქციების საბაზრო ღირებულებაზე დაბალია, თუმცა ბანკი ხაზს უსვამს, რომ მიღწეული შეთანხმება, ერთადერთი შესაძლო ვარიანტი იყო მოცემულ ვითარებაში.

Credit Suisse-ს დიდი ხანია, პრობლემები აქვს. გასულ თვეში ბანკმა ყველაზე დიდი წლიური ზარალი განიცადა. არ წყდებოდა კლიენტების გადინება მტკიცების მიუხედავად, რომ ბანკი სტაბილურია. ბანკისთვის კიდევ ერთი დარტყმა იყო მსხვილი ამერიკული ბანკების Silicon Valley Bank-ისა და Signature-ის გაკოტრება.

167 წლიანი ისტორიის მქონე Credit Suisse 30 გლობალური ბანკის სიაშია. ექსპერტები თვლიან, რომ მისმა ბედმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს საბანკო სისტემაზე მთელს მსოფლიოში.

Credit Suisse-სთან სასამართლო დავა აქვს მილიარდერ ბიზნესმენს ბიძინა ივანიშვილსაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S