ევროკავშირი – წავახალისებთ შემდგომ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილ იყოს პასუხისმგებლობის დაკისრება ომის დანაშაულებზე
20/03/2023 06:27:51 მსოფლიო
ევროკავშირი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მარია ლვოვა-ბელოვას წინაამდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მიესალმება და წაახალისებს შემდგომ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სრული პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებებზე.
"ევროკავშირი განიხილავს ICC-ის გადაწყვეტილებას, როგორც პასუხისმგებლობის პროცესის დასაწყისს და რუსეთის ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ დანაშაულებისა და სისასტიკეებისთვის, რომლებთან დაკავშირებითაც ისინი ბრძანებას გასცემენ ან ახორციელებენ უკრაინაში".
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ყველა მონაწილე სახელმწიფოს სრული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.


