საფრანგეთში პოლონეთის ელჩი - თუ უკრაინა თავის დამოუკიდებლობას ვერ დაიცავს, პოლონეთი იძულებული იქნება, კონფლიქტში ჩაერთოს
20/03/2023 06:13:09 მსოფლიო
თუ უკრაინა რუსეთის ფედერაციასთან ომში დამარცხდება, პოლონეთი იძულებული გახდება კონფლიქტში ჩაერთოს, - ამის შესახებ საფრანგეთში პოლონეთის ელჩმა იან ემერიკ როშიშევსკიმ ტელეკომპანია LCI-ის ეთერში უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე საუბრისას განაცხადა.
"დღეს, ან უკრაინა დაიცავს თავის დამოუკიდებლობას, ან თუ ვერ დაიცავს, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ჩავერთოთ ამ კონფლიქტში, რადგან საფრთხე ემუქრება ჩვენს ფასეულობებს, რომლებიც ჩვენი ცივილიზაციის საფუძველია, აქედან გამომდინარე არჩევანი არ გვექნება“, - განაცხადა პოლონელმა დიპლომატმა.


