Politico – ნატო რუსეთთან საზღვარზე დამატებითი ჯარებისა და აღჭურვილობის განთავსებას გეგმავს
20/03/2023 06:03:58 მსოფლიო
უახლოეს თვეებში ნატო დამატებით ძალისხმევას მიმართავს რუსეთთან საზღვარზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე ჯარებისა და აღჭურვილობის განსათავსებლად, - იუწყება Politico.
გამოცემის თანახმად, ამით ალიანსი უკრაინის ფარგლებს გარეთ სამხედრო ოპერაციების შესაძლო გაფართოების შეჩერებას გეგმავს.
Politico-ს ინფორმაციით, ნატო–ს წარმომადგენლები აღმოსავლეთ საზღვრებზე 300 000 ჯარისკაციანი დაჯგუფებას განთავსების იდეას აყენებენ. საუბარია კოალიციური ძალებზე, რომლებიც მოკლე დროში შეძლებენ მოკავშირეთა დახმარებას.
"ჯარების პირველი ეშელონში დაახლოებით 100 000 ჯარისკაცი იქნება, რომლებიც მზად იქნებიან აღმოსავლეთ ფლანგზე 10 დღის განმავლობაში გასაშლელად. მასში შესაძლოა, შევიდნენ სამხედრო მოსამსახურეები პოლონეთიდან, ნორვეგიიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან და ესტონეთიდან", - განმარტავს გამოცემასთან ნატოს თავდაცვის პოლიტიკის გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწე ჰორსტ-ჰაინრიხ ბრაუსი.
ხოლო მეორე ეშელონი შეიქმნება პირველის მხარდასაჭერად და მზად უნდა იყოს 10-30 დღის განმავლობაში განლაგდეს დანიშნულების ადგილზე ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია.
მაგრამ Politico წერს, რომ ეს სტრატეგია ნატო-ს წევრების მხრიდან მნიშვნელოვან ძალისხმევასა და კოორდინაციას მოითხოვს. ამ გეგმის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია ცალკეული ქვეყნების დარწმუნება, უზრუნველყონ ალიანსი სხვადასხვა ელემენტებით-სამხედრო მოსამსახურეებით, მათი მომზადების სტრუქტურებით, უკეთესი ინფრასტრუქტურითა და, რაც მთავარია, დიდი რაოდენობით ძვირადღირებული იარაღით, აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალით.
2022 წლის დეკემბერში ნატო–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღიარა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი შესაძლოა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და რუსეთს შორის კონფლიქტში გადაიზარდოს. მისი თქმით, ნატო ყოველდღიურად მუშაობს იმაზე, რომ ეს არ მოხდეს.


