Accentnews.ge
მიხეილ სააკაშვილი და 13 პატიმარი მოვინახულე - ლევან იოსელიანი

მიხეილ სააკაშვილი და 13 პატიმარი მოვინახულე - ლევან იოსელიანი

19/03/2023 19:38:03 საზოგადოება

სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის განცხადებით, მან 19 მარტს "ვივამედში" ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ამავე კლინიკაში მყოფი კიდევ 13 პატიმარი მოინახულა.

"თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ მე და ყოფილმა პრეზიდენტმა სხვადასხვა თემებზე.

ვინაიდან არ ვარ ექიმი და არ მაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, არ შევალ მისი სამედიცინო მდგომარეობის დეტალების განხილვაში, ეს სპეციალისტების საქმეა.

თუმცა, ჩემი მხრივ, დავუდასტურე, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, მათ შორის სამედიცინო კონსილიუმი, შენარჩუნებული იქნება და ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ექნება. ასევე დავუდასტურე, რომ სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში გააგრძელებს მის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას", - აცხადებს ლევან იოსელიანი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია იმ პატიმრების მდგომარეობაც, რომლებიც ამ კლინიკაში მკურნალობენ: "მათაც აქვთ კონკრეტული საჭიროებები, რომელსაც მომავალში სახალხო დამცველის რწმუნებულები კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლიან".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S