Accentnews.ge
ამბროლაურში კარანტინი გამოცხადდა – დაფიქსირდა ცოფის შემთხვევები

ამბროლაურში კარანტინი გამოცხადდა – დაფიქსირდა ცოფის შემთხვევები

18/03/2023 10:58:15 რეგიონები, საზოგადოება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული სამი შემთხვევა დაფიქსირდა. სამივე შემთხვევა ცხოველზე, კერძოდ, ძაღლზეა დაფიქსირებული,– იუწყება ამბროლაურის მუნიციპალიტეტი და განმარტავს, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე გამოცხადდა კარანტინი, რაც ცხოველების ქუჩაში და სხვა ადგილებში გამოყვანის აკრძალვას და მათ იზოლირებას გულისხმობს.

„მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მათი უსაფრთხოების მიზნით 18 მარტს ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების ოზურგეთის “ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში” გადაყვანა. აღნიშნულიდან გამომდინარე არ იფუნქციონირებს ამბროლაურის ყოველკვირეული ბაზარი და მუნიციპალური ტრანსპორტი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაცაიში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S