ზელენსკი – ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე: "ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომლიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება"
17/03/2023 19:35:02 მსოფლიო
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია, რეალური პერსპექტივის მქონე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„დღეს საერთაშორისო იუსტიციის წონიანი გადაწყვეტილება გვაქვს. საქმეში, რომელშიც არის რეალური პერსპექტივა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორდერი გასცა პუტინის დასაკავებლად. ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომლიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება”, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ბავშვების ოჯახებისგან დაშორება, ნათესავებთან დაკავშირების ნებისმიერი შესაძლებლობის წართმევა, ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე დამარხვა, შორეულ რეგიონებში გაფანტვა - ეს ყველაფერი “აგრესორის სახელმწიფო პოლიტიკა, სახელმწიფო გადაწყვეტილებები, სახელმწიფო ბოროტება” არის.
მან აღნიშნა, რომ ამ დროისთვის უკრაინამ რუსეთის ფედერაციაში უკანონოდ დეპორტირებული 300 ბავშვზე მეტის დაბრუნება მოახერხა და ეს პროცესი გაგრძელდება.


