Accentnews.ge
ერმაკი - პუტინის დაპატიმრება შესაძლებელია იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებმაც რომის ქარტიის რატიფიცირება განახორციელეს

ერმაკი - პუტინის დაპატიმრება შესაძლებელია იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებმაც რომის ქარტიის რატიფიცირება განახორციელეს

17/03/2023 18:00:37 მსოფლიო

პუტინის დაპატიმრება შესაძლებელია იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებმაც რომის ქარტიის რატიფიცირება განახორციელეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

„ასევე, არსებობს უკრაინის საკოორდინაციო საბჭო ბავშვთა დაცვისა და უსაფრთხოებისთვის, რომლის ამოცანაა, შეაჩეროს უკრაინიდან ბავშვების იძულებითი გადაყვანა ან დეპორტაცია რუსეთის ფედერაციაში, ოჯახებში დაბრუნება, ასევე გაერთიანება ბავშვის ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. უკრაინაში გამოძიების პროცესში დაფიქსირდა ბავშვების იძულებითი დეპორტაციის 16 000-ზე მეტი შემთხვევა. რეალური რიცხვები, შეიძლება, ბევრჯერ მეტი იყოს. 308 ბავშვის დაბრუნება მოხერხდა. ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ანდრეი ერმაკმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S