უკრაინის გენპროკურორი: "მსოფლიო ლიდერები სამჯერ დაფიქრდებიან, სანამ პუტინს ხელს ჩამოართმევენ"
17/03/2023 16:14:36 მსოფლიო
უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი აცხადებს, რომ ამიერიდან რუსეთის პრეზიდენტს საერთაშორისო დანაშაულის ჩადენისთვის ძებნილის სტატუსი აქვს".
"ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ფარგლებს გარეთ პუტინი უნდა დააპატიმრონ და სასამართლოს გადასცენ. მსოფლიო ლიდერები სამჯერ დაფიქრდებიან, სანამ მას ხელს ჩამოართმევენ და მასთან მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდებიან. მსოფლიომ ნიშანი მიიღო, რომ რუსული რეჟიმი დანაშაულებრივია და მოკავშირეები პასუხისგებაში მიეცემიან. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა უკრაინასა და საერთაშორისო სასამართლოს მთელი სისტემისთვის", – აცხადებს კოსტინი.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.


