Accentnews.ge
რუსეთი ხორბლის ექსპორტის შეთანხმებას კიდევ 60 დღით აგრძელებს

რუსეთი ხორბლის ექსპორტის შეთანხმებას კიდევ 60 დღით აგრძელებს

17/03/2023 13:52:06 მსოფლიო

რუსეთმა განაცხადა, რომ შავი ზღვის გავლით უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას კიდევ 60 დღით აგრძელებს. შესაბამისი განცხადება კრემლის პრეს–სპიკერმა დმიტრი პესკოვმა გააკეთა.

მარცვლეულის შესახებ შავი ზღვის ინიციატივის მიღწევამდე 2022 წლის ივლისამდე უკრაინა და სხვა ქვეყნები რუსეთს ადანაშაულებდნენ, რომ შიმშილს იარაღად იყენებს, როცა უკრაინის შავი ზღვისპირა ნავსადგურები ბლოკადაში მოაქცია.

თურქეთის, უკრაინის, რუსეთის და გაეროს შეთანხმებით, მსოფლიო ბაზრისკენ გზა გაეხსნა ასევე რუსეთის სურსათს და სასუქს.

საქონელს ამოწმებენ სტამბოლში, თურქეთის, რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლების ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მიერ. შეთანხმების შედეგად შესაძლებელი გახდა მარცვლეულის მიწოდება აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის და აზიის ზოგიერთი რეგიონისთვის.

რუსეთი და უკრაინა მთელ მსოფლიოში მარცვლეულის საკვანძო მიმწოდებლები არიან. ამასთან, რუსეთი სასუქის უდიდესი ექსპორტიორი იყო უკრაინაში შეჭრამდე.

შეთანხმებით გათვალისწინებულია შავ ზღვაში უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფა გემებისთვის, რომლებსაც მარცვლეული გააქვთ და ასევე ტვირთვის შემოწმება, რათა არ მოხდეს ამ ხომალდების მიერ იარაღის გადატანა.

გასულ თვეში გაეროს სურსათის პროგრამამ განაცხადა, რომ თუ არ გაგრძელდებოდა შეთანხმება, ეს იქნებოდა კატასტროფის ტოლფასი, რადგან აფრიკაში მილიონობით ადამიანი იმყოფება შიმშილის ზღვარზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S