Accentnews.ge
სლოვაკეთი უკრაინას МиГ-29–ებს გადასცემს

სლოვაკეთი უკრაინას МиГ-29–ებს გადასცემს

17/03/2023 10:32:49 მსოფლიო

სლოვაკეთი უკრაინას 13 ერთეულ МиГ-29 ტიპის საბრძოლო ავიაგამანადგურებელს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ედუარდ გეგერზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრემიერის განცხადებით, მთავრობამ ერთხმად დაამტკიცა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინას МиГ-29 საჩუქრად გადაეცემა.

მისი თქმით, საბრძოლო ვერტმფრენები მხოლოდ თავდაცვითი მიზნებისთვის იქნება გამოყენებული და არა თავდასხმისთვის. МиГ-29-ების სანაცვლოდ სლოვაკეთი, პარტნიორებისგან 900 მილიონ ევროს მიიღებს კომპენსაციის სახით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S