Accentnews.ge
ჯეიმს კლევერლი: "მოგიწოდებთ, გააძლიეროთ ვალდებულებები მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლოსთან დაკავშირებით"

ჯეიმს კლევერლი: "მოგიწოდებთ, გააძლიეროთ ვალდებულებები მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლოსთან დაკავშირებით"

17/03/2023 08:58:18 პოლიტიკა

"დემოკრატიის გამყარებისთვის და თქვენი ინსტიტუტების გაძლიერებისთვის მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, ძირი გამოგითხარონ, მოგიწოდებთ, გააძლიეროთ ვალდებულებები მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით", – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კლევერლის თქმით,, საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების მიმართულებით.

„ჩვენი ორმხრივი თავდაცვის თანამშრომლობა სცდება სამხედრო თანამშრომლობის ჩარჩოებს და მოიცავს ერთობლივ სამუშაოს კიბერუსაფრთხოებისა და დეზონფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების მიმართულებით, 1987 წელს მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ. იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატია და გაძლიერდეს თქვენი ინსტიტუტები მათ წინააღმდეგ, ვისაც სურს, ძირი გამოგითხარონ, მოგიწოდებთ, განაახლოთ და გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მასმედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, აყვავებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებით და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ და დავრჩებით საქართველოს მტკიცე, ურყევ მეგობრად. მე ძალზე მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისში და ველოდები, რომ ჩვენი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S