Accentnews.ge
დუდა – პოლონეთი უკრაინას МиГ-29–ებს უახლოეს დღეებში გაუგზავნის

დუდა – პოლონეთი უკრაინას МиГ-29–ებს უახლოეს დღეებში გაუგზავნის

17/03/2023 07:34:57 მსოფლიო

პოლონეთი უახლოეს დღეებში უკრაინას გაუგზავნის ოთხ საბჭოთა წარმოების МиГ-29 ტიპის გამანადგურებელს და მომავალშიც გააგრძელებს კიევისთვის აღნიშნული შეიარაღების მიწოდებას. ამის შესახებ პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 16 მარტს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა. ეს არის უკრაინისათვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების პირველი ოფიციალური დადასტურება მას შემდეგ, რაც მსგავსი ტექნიკის მოკავშირეთაგან მიწოდებას რუსეთის ინტერვენციის პირველი დღეებიდანვე ითხოვს უკრაინა.

პოლონური მედიის თანახმად, დუდამ თვითმფრინავების გადაცემის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან თავისი პირველი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ღია მონაცემებით, პოლონეთს 28 ერთეული МиГ-29 ტიპის გამანადგურებელი ჰყავს, მათგან 16 მუშა მდგომარეობაშია. დანარჩენი შეიძლება, მარაგნაწილებად გადაეცეს უკრაინას ან გარემონტდეს.

საბჭოთა წარმოების МиГ-29 გამოიყენება უკრაინის საჰაერო ძალების მიერ. ცნობარ World Air Forces 2022-ის თანახმად, რუსეთთან ომამდე უკრაინას ჰყავდა 51 ასეთი თვითმფრინავი, მათ შორის სასწავლო-საბრძოლო დანიშნულების. Military Balanc-ს თანახმად კი უკრაინის შეიარაღებაში იყო 37 ერთეული МиГ-29. დადასტურებულია ბრძოლებში 18 ერთეული МиГ-29-ის განადგურების ფაქტი, ვინაიდან მათი ფრაგმენტები ფოტოებსა და ვიდეოებშიც მოხვდა. მაგრამ ფაქტობრივი დანაკარგები, დაზიანებული ან განადგურებული საბრძოლო თვითმფრინავების გათვალისწინებით, შეიძლება უფრო მაღალი იყოს.

თავდაპირველად პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მოგვიანებით კი სლოვაკეთის მთავრობამაც განაცხადეს, რომ მზად არიან, გადასცენ უკრაინას საბჭოთა წარმოების МиГ-29 ტიპის გამანადგურებლები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S