Accentnews.ge
ბელგია უკრაინას 240 სამხედრო სატვირთო მანქანას გადასცემს

ბელგია უკრაინას 240 სამხედრო სატვირთო მანქანას გადასცემს

17/03/2023 06:51:50 მსოფლიო

ბელგიის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს 240 სამხედრო სატვირთო მანქანას გადასცემს. მანქანების პირველი პარტია უკრაინაში მომავალ კვირას გაემგზავრება.

"ხშირად აქცენტი კეთდება იარაღის მიწოდებაზე, მაგრამ უკრაინული ქვედანაყოფები მოუთმენლად ელიან ამ სატვირთო მანქანებს. კონფლიქტის დროს ლოგისტიკა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც იარაღი", - აცხადებენ ბელგიის თავდაცვის სამინისტროში.

ეს სატვირთო მანქანები 1992 წლიდანაა ექსპლუატაციაში. ყველა სატრანსპორტო საშუალება უნდა შემოწმდეს და გარემონტდეს საჭიროების შემთხვევაში, სანამ ისინი გაიგზავნება აღმოსავლეთ ევროპაში. ბელგიის არმია ასევე გაგზავნის სათადარიგო ნაწილებს და ინსტრუქციებს სატვირთო მანქანებისთვის. ცნობილია, რომ "ვოლვოს" მანქანები შედარებით მარტივია შესაკეთებლად და შესანარჩუნებლად. უკრაინელ მექანიკოსებს და ტექნიკოსებს არ დასჭირდებათ დამატებითი ტრენინგი მანქანების შესანარჩუნებლად ან ძირითადი რემონტის ჩასატარებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S