Accentnews.ge
იაპონიამ სამხედროები  გადაისროლა ტაივანის მახლობლად

იაპონიამ სამხედროები გადაისროლა ტაივანის მახლობლად

16/03/2023 19:52:25 მსოფლიო

იაპონიამ 16 მარტს დაახლოებით სახმელეთო ძალების 570 სამხედრო, მათ შორის ჰაერ და გემსაწინააღმდეგო ნაწილები განათავსა შორეულ სამხრეთ კუნძულ იშიგაკზე, ტაივანთან ახლოს, იტყობინება Japan Times.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ქმედება განხორციელდა "მიმდებარე წყლებში ჩინეთის სამხედრო ოპერაციების გააქტიურების საპასუხოდ". ჩინური გემები, იაპონიის ხელისუფლების ცნობით, არაერთხელ შევიდნენ იაპონიის ტერიტორიულ წყლებში – დაუსახლებელი კუნძულების გარშემო.

დეკემბერში ჩინელმა სამხედროებმა გაგზავნეს ათობით თვითმფრინავი და გემების ჯგუფი ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში,– განაცხადა კუნძულის თავდაცვის სამინისტრომ.

იმავე თვეში იაპონიამ გამოაქვეყნა თავისი სამხედრო პოტენციალის განვიტარების უდიდესი სამხედრო გეგმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. იაპონიის თავდაცვის ბიუჯეტი მსოფლიოში მესამე იქნება აშშ-ისა და ჩინეთის შემდეგ.

იაპონიის პრემიერ–მინისტრ ფუმიო კიშიდას თქმით, სამხედრო გაძლიერება არის პასუხი უსაფრთხოების სხვადასხვა გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. იაპონიის მთავრობის შეშფოთებაზე გავლენა იქონია უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, რომელიც შეიძლება ჩინეთმა ტაივანზე თავდასხმისთვის გამოიყენოს. და ეს საფრთხეს შეუქმნის იაპონიის მეზობელ კუნძულებს, შეაფერხებს მიწოდების მარშრუტებს და გადაკეტავს გზებს ნავთობის ტანკერებისთვის.

კონსტიტუციის თანახმად, იაპონია „უარს ამბობს ომზე, როგორც ერის სუვერენულ უფლებაზე და საერთაშორისო დავების გადაწყვეტის საშუალებად შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე ან მუქარაზე“. კანონში ასევე ნათქვამია, რომ იაპონიაში „არასოდეს შეიქმნება სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები, ისევე როგორც ომის სხვა საშუალებები“.თუმცა, მოგვიანებით ინტერპრეტაცია გაფართოვდა – განმარტებაში თავდაცვა და ომი ერთმანეთისგან იმიჯნება. ახლა იაპონიას არ ჰყავს ჯარი, მაგრამ ჰყავს თავდაცვის ძალები და ოფიციალურად იარაღს თავდაცვის მიზნით ყიდულობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S