Accentnews.ge
რუსეთის ФСБ-ს შენობაში აფეთქების მიზეზი განაცხადეს

რუსეთის ФСБ-ს შენობაში აფეთქების მიზეზი განაცხადეს

16/03/2023 18:27:32 მსოფლიო

რუსეთში, დონის როსტოვში ФСБ-ს სასაზღვრო დეპარტამენტის შენობაში აფეთქება მოხდა.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ინციდენტი საწვავის და საპოხი მასალების აალების გამო მოხდა.

„12:20 საათზე, როსტოვის ოლქში, რუსეთის ФСБ -ს ავტოფარეხში საწვავი და საპოხი მასალები აალდა, რამაც გამოიწვია აფეთქება და შენობის ნაწილობრივი განადგურება“, - ნათქვამია მოხსენებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ არიან დაშავებულები, თუმცა მათ რაოდენობას არ აკონკრეტებენ.

მანამდე რუსული მედია წერდა, რომ ქალაქის ცენტრში, ФСБ -ს შენობის მახლობლად ობიექტი იწვოდა.

«Осторожно, новости» იტყობინებოდა აფეთქების შესახებ, რასაც ხანძარი მოჰყვა. 161.ru სამართალდამცავ ორგანოებში წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ შენობაში არსებული საბრძოლო მასალის დეტონაცია დაიწყო.

როსტოვის ოლქი ესაზღვრება უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S