Accentnews.ge
ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე რამდენიმე პირი დააჯარიმეს

ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე რამდენიმე პირი დააჯარიმეს

16/03/2023 16:49:44 საზოგადოება

პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე პირი დააჯარიმა. არსებული ცნობებით, ამ ეტაპზე ჯარიმა 5 პირს დაეკისრა.

ინფორმაციისთვის, შსს-მ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება 14 მარტს დაიწყო.

ევროკავშირის დროშის შებღალვა დასჯადია და ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ 14 მარტს პარლამენტთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, რა დროსაც ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. მოგვიანებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან ევროკავშირის დროშა კვლავ აღიმართა. ის პოლიციელებმა აღმართეს.

სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ, რომელიც “ალტ-ინფოს” მხრიდან მუქარის მსხვერპლი ერთი წლის გახდა, განაცხადა, რომ რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს შორის ამოიცნო პირი, რომელიც მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა:

“გუშინწინ, რომ ვუყურებდი, პირდაპირ ეთერს, შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ერთი და იგივე ადამიანია. უკვე 1 წელია, შსს-მ ამ ადამიანის იდენტიფიცირება ვერ მოახდინა”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S