Accentnews.ge
“ცეცხლს ეთამაშებით! ეს ცუდად დაგიბრუნდებათ!”: რაგბის კავშირის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

“ცეცხლს ეთამაშებით! ეს ცუდად დაგიბრუნდებათ!”: რაგბის კავშირის პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

16/03/2023 16:14:59 საზოგადოება

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე ამტკიცებს, რომ „ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათი მიიღო ახალგაზრდა სპორტსმენების, მათ შორის მორაგბეების სოციალურ ქსელში ბულინგმა და დამუნათებამ“ და გამოდის შეჩერების მოწოდებით. მას არ დაუკონკრეტებია, მაინც ვინ გახდა ბულინგის მსხვერპლი, მით უფრო, რომ ბევრმა სპორტსმენმა გააკეთა ქვეყნის საგარეო კურსისადმი მხარდამჭერი განცხადება, რაც „აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციების და ზოგადი კონტექსტის ფონზე, სწორედ რომ პროტესტის მხარდამჭერად იქნა აღქმული. ტყემალაძეს სავარაუდოდ, მხედველობაში ჰყავდა ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული და შეთქმულების თეორიების აქტიურად შემომთავაზებელი „ხალხის ძალის“ წევრი, ვეტერანი მორაგბე დავით კაჭარავა. სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის ეს ნაწილი იყო რუსულ კანონად შეფასებული ანტიკონსტიტუციური კანონპროექტის ინიციატორი, რომელსაც შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა მხარი. მასშტაბური პროტესტის ფონზე კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიეს. დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა პეტიცია, რომელშიც ქართული რაგბის გულშემატკივრები ამჟამად დეპუტატ დავით კაჭარავას გადადგომას ითხოვენ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობიდან.

“მოგიწოდებთ ყველას, ვინც ცდილობთ ახალგაზრდების, მათ შორის ახალგაზრდა მორაგბეების ქუჩის აქციებში ჩართვას, მცდარი განცხადებებით გამოყვანას, მათ პატრიოტულ გრძნობებზე თამაშს სახელმწიფო თუ სხვა საფრთხეების გამოგონებით, შეჩერდით, ცეცხლს ეთამაშებით, ეს ცუდად დაგიბრუნდებათ; სჯობს, ახალგაზრდებს სტიმული მიეცით განათლებისთვის, გაჯანსაღებისთვის, სპორტული წარმატებისთვის. მოუწოდეთ, ეზიარონ და გაუფრთხილდნენ ბუნებას, დარგონ ხეები, შექმნან მომავალი.

ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათი მიიღო ახალგაზრდა სპორტსმენების, მათ შორის მორაგბეების სოციალურ ქსელში ბულინგმა და დამუნათებამ, რომ თუ არ გავლენ ქუჩაში ევროპისა თუ რუსეთის მოთხოვნით, არაპატრიოტებად ჩაითვლებიან. სინამდვილეში, სწორედ ისინი არიან პატრიოტები – მოქმედი თუ ყოფილი მორაგბეები, რომლებმაც საკუთარი ოფლისა და სისხლის ფასად ქართული დროშა მსოფლიოს დასანახად ააფრიალეს – ისტორიული გამარჯვებები მოგვიტანეს 6 ერის ქვეყნებთან, უელსსა და იტალიასთან, მთელი მსოფლიო აალაპარაკეს საქართველოს ისტორიაზე, ქართული სპორტის ფესვებზე. დაანახეს, როგორი პროგრესი მოაქვს მშვიდობას და შრომას, როგორი უძლეველია ერთ მუშტად შეკრული გუნდი, ერთად მდგარი საქართველო”, – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S