რუსეთში „დეზინფორმაციის გავრცელებისთვის“ გაასამართლეს სამხედრო, რომელმაც სამხედრო დანაშაულის ჩადენა აღიარა
16/03/2023 12:55:09 მსოფლიო
რუსულმა სამხედრო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა რუსეთის არმიის 21 წლის კაპრალ დანიილ ფროლკინს, რომელმაც უკრაინაში სამხედრო დანაშაულის ჩადენა აღიარა. თუმცა, როგორც ირკვევა, ის გაასამართლეს არა აღიარებული დანაშაულისთვის, არამედ რუსეთის არმიის შესახებ „ცრუ ინფორმაციის გავრცელების“ მუხლით და 5,5–წლიანი პატიმრობა განუსაზღვრეს.
როგორც იუწყებიან, მსჯავრდებული არ დაუკავებიათ, მან სასამართლო დარბაზი დატოვა.
მანამდე სამხედრომ "Важные истории"–ს ჟურნალისტთან აღიარა ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა და ძარცვა.
მისი თქმით, 2022 წლის მარტში მან მონაწილეობა მიიღო სოფლის სამი მაცხოვრებლის სახლებში ჩხრეკაში. მისი ნაამბობის მიხედვით, ჩხრეკის შემდეგ, ბრიგადის მეთაურის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ალექსანდრე პროკურატმა დაკავებულების მოკვლა ბრძანა, ფროკინმა ერთ–ერთი მათგანი მოკლა.
2022 წლის ივნისში უკრაინის პროკურატურამ ოფიციალურად დაასახელა ფროლკინი ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის საქმეში ეჭვმიტანილად. იქ მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ჩადენილი დანაშაულის აღიარებით, კაპრალმა განაცხადა, რომ მას სამშობლოში ციხეში ჩასვამენ და ღიად საუბრის მოტივი საკუთარი თანამებრძოლების დაცვით ახსნა.


