Accentnews.ge
აშშ–მა შავ ზღვის თავზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა [ვიდეო]

აშშ–მა შავ ზღვის თავზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა [ვიდეო]

16/03/2023 12:12:59 მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავს, როგორ უახლოვდებიან რუსული სუ-27 გამანადგურებლები შავი ზღვის თავზე სადაზვერვო დრონს MQ-9 Reaper–ს.

როგორც იტყობინებიან, MQ 9 კამერის გასაიდუმლოებული ვიდეო რედაქტირებულია, მაგრამ მოვლენები ნაჩვენებია თანმიმდევრობით.

ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ ღვრის რუსული სამხედრო თვითმფრინავი დრონის წინ საწვავს. ასევე შესამჩნევია შესაძლო ფიზიკური კონტაქტის შედეგი - MQ-9–ს მოხრილი ხრახნი.

14 მარტს ცნობილი გახდა, რომ შავი ზღვის საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ორმა რუსულმა სუ-27–მა გზა მოუჭრა ამერიკულ სამხედრო სადაზვერვო დრონს MQ-9 Reaper. შედეგად აშშ–მა დაკარგა დრონი.

თეთრმა სახლმა რუსეთის ქმედებებს უწოდა "სახიფათო, არაპროფესიონალური და დაუფიქრებელი" და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ფრენას შავი ზღვის თავზე მოსკოვის გაფრთხილების გარეშე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ არ ჩამოუგდიათ ამერიკული დრონი. რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ „უეცარი მანევრირების გამო, ამერიკულმა დრონმა სიმაღლე დაკარგა და წყლის ზედაპირს შეეჯახა“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ინციდენტის გამო რუსეთის ელჩი დაიბარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S