„უცხოური აგენტების“ კანონის გამო მოსკოვმა კიდევ ერთი მედიაორგანიზაცია გაკოტრებულად გამოაცხადა
16/03/2023 11:40:59 მსოფლიო
13 მარტს მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ გაკოტრებულად გამოაცხადა „რადიო თავისუფალი ევროპა“ / „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი წარმომადგენელი. საჩივრით სასამართლოს ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა მიმართა, დაწყებულია გაკოტრების საქმის წარმოება.
გაკოტრების მიზეზი გახდა RFE/RL-ის უარი, გადაეხადა ჯარიმა, რომელიც მილიარდ რუბლს აჭარბებდა (13.3 მილიონი აშშ დოლარი). ეს ჯარიმა ორგანიზაციას „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის შეუსრულებლობის გამო ეკისრებოდა.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) აღნიშნავს, რომ RFE/RL-ის გაკოტრება რუსეთში ცხადყოფს, თუ როგორ გამოიყენეს ქვეყნის კანონმდებლობა ეგრეთ წოდებული „უცხოური აგენტების“ შესახებ მედიასაშუალების ეკონომიკური გზით
რუსეთის ხელისუფლებამ ასევე „რადიო თავისუფლების“ 30-ზე მეტი ჟურნალისტი „უცხოელი აგენტების“ რეესტრში ინდივიდუალურად დაარეგისტრირა და მაუწყებლის რამდენიმე ვებგვერდი დაბლოკა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით, კონგრესი აფინანსებს. რადიო თავისუფლება 27 ენაზე მაუწყებლობს 23 ქვეყანაში, ძირითადად – იმ ქვეყნებში, სადაც მედიის თავისუფლება შეზღუდულია.


