პოლონეთის თავდაცვის მინისტრი – გამოვავლინეთ ჯაშუშთა ქსელი, რომელიც რუსეთზე მუშაობდა
16/03/2023 10:18:52 მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრ მარიუშ ბლაშჩაკის განცხადებით, ქვეყანაში გამოავლინეს ჯაშუშთა ქსელი, რომელიც რუსეთზე მუშაობდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული 6 პირი. გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფი დივერსიულ საქმიანობას გეგმავდა.
"მინდა ხაზი გავუსვა იმ დიდ წარმატებას, რომელსაც მიაღწიეს შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრებმა, რადგან მთელი ჯაშუშური ქსელი გამოაშკარავდა", - თქვა მინისტრმა.
ტელეკომპანია RMF-ის ინფორმაციით, დაკავებულები პოლონეთის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებიდან არიან და რუსეთის დაზვერვაში მუშაობდნენ.
RMF-ის ცნობით, კამერები იპოვეს იასონკას აეროპორტის მახლობლად ჟესოვთან, რომელიც უკრაინაში იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემის საკვანძო პუნქტად იქცა.


