ოსტინი: "რუსეთს ეწურება შესაძლებლობები და მეგობრები"
16/03/2023 10:03:55 მსოფლიო
რუსეთს ეწურება შესაძლებლობები და მეგობრები, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 15 მარტს "რამშტაინის ფორმატში" უკრაინის თავდაცვის საკითხებზე მე-10 საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შედეგების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"უკრაინის საკითხი არა მხოლოდ უკრაინისთვის ან შეერთებული შტატებისთვისაა მნიშვნელოვანი, ეს მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის. აქ საქმე ეხება წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. რუსეთს ეწურება შესაძლებლობები და მეგობრები. პუტინი ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ მას შეუძლია, უკრაინა დათრგუნოს და დაგველოდოს როდის დავნებდებით, ასე რომ, ჩვენ არ შეგვიძლია, დავნებდეთ და არც დავნებდებით", – განაცხადა ოსტინმა.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დასავლეთი უკრაინისთის შეიარაღების გაგზავნას განაგრძობს.
"ბოლო სამი თვის განმავლობაში, ამ საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა აჩვენეს შესანიშნავი ლიდერობა იმ შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში, რომელიც უკრაინას სჭირდება თავისი სუვერენიტეტის დასაცავად და ბრძოლის ველზე იმპულსის შესაქმნელად. ქვეყნების კოალიცია, რომელიც უკრაინას Leopard-ის ტანკებით ამარაგებს, აგრძელებს ზრდას. ახლა 9 ქვეყანამ პირობა დადო, რომ 150-ზე მეტ Leopard-ის ტანკს მიაწვდის [უკრაინას]", - განაცხადა ოსტინმა.


