როსტოვში რუსეთის ФСБ-ს ბიურო იწვის
16/03/2023 10:05:15 მსოფლიო
ამ წუთებში დონის როსტოვში (რუსეთი) უშიშროების ფედერალური სამსახურის ადგილობრივი ბიუროს შენობა იწვის.
ხანძრის კადრები სოცქსელებში ვრცელდება.
თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენამდე აფეთქებების ხმა ისმოდა.
მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.


