Accentnews.ge
რასმუსენი – ტრამპის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება გეოპოლიტიკური კატასტროფა იქნება

რასმუსენი – ტრამპის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება გეოპოლიტიკური კატასტროფა იქნება

16/03/2023 09:35:46 მსოფლიო

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება გეოპოლიტიკური კატასტროფა იქნება. ამის შესახებ მან „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

"ტრამპის პოლიტიკა უკრაინის საკითხზე დანებების ტოლფასი იქნება. ამას ვუწოდებდი გეოპოლიტიკურ კატასტროფას, თუ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად იქნება ნომინირებული“, – ამბობს რასმუსენი.

მისი თქმით, ტრამპის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის საშინელ იდეებს უფრო პოპულარულს გახდის და შესაბამისად კონგრესისგან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემაზე თანხმობის მიღება გართულდება.

რასმუსენი იმედოვნებს, რომ "რესპუბლიკური პარტია" პრეზიდენტობის კანდიდატად ისეთ ადამიანს დაასახელებს, ვინც ამერიკის გლობალური ლიდერობის ერთგულია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S