Accentnews.ge
უკრაინის მხარეს F-16-ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ამერიკელი პილოტი იომებს

უკრაინის მხარეს F-16-ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ამერიკელი პილოტი იომებს

16/03/2023 08:50:42 მსოფლიო

F-16-ის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ამერიკელმა პილოტმა დენ ჰემპტონმა გადაწყვიტა, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებში მოხალისედ ჩაეწეროს.

ჰემპტონს 151 საბრძოლო ფრენა აქვს შესრულებული ერაყში, კოსოვოსა და სპარსეთის ყურეში.

მფრინავი ამბობს, რომ უკრაინის სასარგებლოდ მოხალისეობას კიდევ არაერთი მისი kოლეგა გეგმავს.

ცნობისთვის: ამჟამად სენატორების ორპარტიული ჯგუფი იღწვის პენტაგონის ხელმძღვანელისგან მეტი ინფორმაციის მისაღებად იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო უკრაინაში F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გასაგზავნად.

"რუსეთ-უკრაინის ომი ახლა კრიტიკულ ეტაპზეა და F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა შეიძლება, კიევს უპირატესობა მისცეს. გვჯერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ეს საკითხი გულდასმით უნდა განიხილოს. ეს იქნება მნიშვნელოვანი დახმარება, რომელსაც ბრძოლის ველზე თამაშის წესების შეცვლა ძალუძს" - ნათქვამია ლოიდ ოსტინისადმი სენატორების წერილში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S