Accentnews.ge
ზელენსკი  - რუსული აგრესია უახლოვდება იმ წერტილს, სადაც შეიძლება, გატყდეს

ზელენსკი  - რუსული აგრესია უახლოვდება იმ წერტილს, სადაც შეიძლება, გატყდეს

16/03/2023 06:36:01 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "არ არსებობს ტერორისტი, რომელსაც შეუძლია, გააძლიეროს თავისი პოტენციალი თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებაში, გამონაკლისი არც რუსეთია".

"ნაყოფიერი დღე იყო ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის, რამშტაინის ფორმატში მეათე შეხვედრა გაიმართა. განიხილეს საბრძოლო მასალა, არტილერია, ტანკები ჩვენი ჯარისკაცებისთვის, უკრაინის ცის დაცვა. არის გადაწყვეტილებებიც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც იგრძნობა, რომ რუსული აგრესია უახლოვდება იმ წერტილს, როდესაც ის შეიძლება გატყდეს. ტერორზე ზეწოლა მუდმივად უნდა გაძლიერდეს, ზეწოლა ჩვენს თავდაცვაში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში, პოლიტიკურ და სამართლებრივ ზეწოლაში. რაც მეტ ზეწოლას განვახორციელებთ, მით უფრო სწრაფი იქნება ჩვენი სვლა ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო სამართლის აღდგენისკენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პარტნიორებმა ეს იგრძნონ", – განაცხადა ზელენსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S